უშენოდ…..

ერთ დროს თითქოსდა თავს ვაჯერებ , რომ ყველაფერი რიგზეა… რაღაც ბავშვური იმპულსები და სისუსტეები იყო ის ყველაფერი რაც ადრე ხდებოდა ჩემს თავს .. ხან ვხატავდი, ხან ვწერდი, თითქოს და ამით ვასრულებდი იმ ყველაფერს რაც შიგნიდან მტკენდა …. სანამ არ გეტკინება მანამდე ვერ გაიგებ თუ როგორ გესიამოვნა … დღეს დილით გავიღვიძე და ასეთი რამ დავადგინე …. სისულელეა მაგრამ ისევ მთელი ღამე მესიზმრებოდი … ისე შევიქენი, რომ საერთოდ არ ვცდილობ ხოლმე შენი ამბავი გავიგო , არც მენატრები, ან რატომ უდნა მენატრებოდე , ალბათ გვერდიდან ვინმემ რომ შემომხედოს „მაგრად“ დამცინებს… მაგრამ ნაკლებად მაღელვებს … ისინი ხომ ძალიან ჩონჩხებიანნი არიან … თქვენ მუშაობთ??? ნუთუ მთელი დღე რაღაცის ტიტყნას მუშაობას ეძახით ??? ისეთი გემრიელი ხარ… უნდა დამერწმუნო , ისეთი ჩუმი, ისეთი მოუსვენარი, ისეთი საყვარელი, ისეთი ეშმაკი, ისეთი მაცდური , ისეთი ხარ აი, რაღაცნაირი … თითქოს დიდი ხანი ვიყავით ერთად , გაინტერესებს დიდი ხანი რამდენია??? მგონი 24 საათი, არ ვიცი ეს ქვეცნობიერი იყო თუ რაც იყო მაგრამ იქაც რომ იცოდე ყოველი წამი როგორ მქონდა დათვლილი, 4 საათში მე 48 საათი დავთვალე… ჩემს ყველაზე ფაქიზ ღრმულებზე მეტად გონება მუშაობდა … ყველა ძვალი მტკიოდა და განვიცდიდი,მაგრამ ყველა რბილი ხორცი სიამოვნებისგან მიკრთოდა. მაგიჟებდა, რომ ბოლომდე იქ არ ვრჩებოდი, და მმმმმმმმმმმმ მხოლოდ საძულვევლი ხვნეშა შემიძლია ამ წამს აღმომხდეს … რა სისულელეა არაფერი ზედმეტი არ მილაპარაკია, არც ის გაცვეთილი სიტყვა მითქვამს , რაღაც მეცინებოდა და უფერულს ხდიდა ამ სიტყვაზე ფიქრიც კი … ბოლო წამს ვეცადე ყველა შენი ნაკვთი კარგად დამემახსოვრებინა, ყველა პატარა ნაოჭიც კი ამეღწერა, იცი?? ვიფიქრე დავხატავთქო მაგრამ რატომ? რისთვის ??? არ დაგხატე , საკუთარი თავისადმი არ მინდოდა ბოღმას დავეხვრჩვე … სულაც არ ვცდილობ რომ ასე გიგზავნიდე ამ წერილს ანუ ასე კითხულობდე , განა რომ შტეფან ცვაიგის მთავარი პერსონაჟი ვარ, უცნობი ქალი, როგორ გეკადრება … მე მისგან განსხვავებით არ ვაპირებ გავხდე მეძავი, არ ვაპირებ გავაჩინო შვილი და ჩუმად გითვალთვალო თუ როგორ ახრჩობ ვიღაც ქალს შენს ალერსში … კიდე ერთი რამ გამიჩნდა ფიქრში… ცივ, დიდ მახრჩობელა გველს მივცემდი ჩემ სხეულს ….. ისინი ისე მიყვარს და ისეთი სიცივის ქრობას იწვევს ჩემში …. ერთი კარგი მოთხრობა აქვს ლორთქიფანიძეს … „შელოცვა რადიოთი“ … გენიალურია … იქ ელი კვდება მთავარი პერსონაჟი, მახრჩობელა გველთან ცეკვის დროს … ცივებს ალკოჰოლი აღიზიანებთ …. და მაინც რა არის იმაზე ადვილი რომ უ“რაღაცისოდ“ იკაიფო …

Advertisements

გამარჯობა მამა!

გამარჯობა მამა!
გუშინ ჩამოვედი სვანეთში, მაპატიე მაშინვე რომ არ ჩამოგირბინე.. უბრალოდ, ძალიან გვიანი იყო და მეც საშინლად დაღლილი ვიყავი, ვერ ვაზროვნებდი… როგორც კი გავიღვიძე, მაშინვე შენსკენ გამოვქანდი.. დედიკომ დამირეკა და შემაწყვეტინა წერა.. არ მითქვამს შენთან რომ ვარ, არ მინდა ინერვიულოს.. და საერთოდაც, ვერიდები დედიკოსთან ერთად შენთან მოსვლას, მე ხომ არ შემიძლია ემოციების მოთოკვა.. ასეთ დროს თვითონ ორმაგად ნერვიულობს და განიცდის.. ამიტომ, მირჩევნია არ იცოდეს აქ რომ ვარ და ეგონოს, რომ ახლა გავიღვიძე…

რატომ ვტირივარ? იმიტომ, რომ მტკივა მამა… მტკივა შენი მონატრება.. შენი სიყვარული მტკივა.. დრო ყველაფრის მკურნალიაო და ჩემ შემთხვევაში სხვაგვარად ხდება.. რაც დრო გადის, მით უფრო ცუდად ვარ.. მით უფრო მენატრები.. ყველაფერი, ყველაფერი მენატრება შენი.. ისიც კი, რამეს რომ ვაშავებდი და სახლში მოსვლის მეშინოდა.. ემზოს ვურეკავდი ხოლმე (ის ყველაზე პატარა იყო და იმასთან ერთად უფრო შემწყალებელი იყავი) ჩამოვიდოდა დაბლა და მერე ერთად ამოვდიოდით ხოლმე სახლში.. შენი ჩხუბიც კი მენატრება.. თავში რომ წამომარტყამდი ხოლმე გაბრაზებულზე, ისიც მენატრება.. ერთხელ მათემ რომ ჩამიშვა შენთან და ყბაში გემრიელად მომადე, ისიც მენატრება.. ყველგან რომ მე დაგყავდი, ყველასთან რომ ამარიაჟებდი შენს გოგოს, ის მენატრება… პატარობისას, შენს მუცელზე რომ ვიღვიძებდი, ის მენატრება.. ყველას რომ ჩვენს მსგავსებაზე ელაპარაკებოდი, ის მენატრება.. ყველა რომ გიყვარდა და ყველას რომ უყვარდი, ის მენატრება.. შენი სიცილი მენატრება, სიცოცხლეს და ბედნიერებას რომ აფრქვევდი.. შენი ლამაზი სახე, კბილები, თითები მენატრება.. ძალიან რომ მენატრებოდი და შანსი მქონდა შენთან ჩახუტების, ის მენატრება.. შენი ანეკდოტები მენატრება.. შენი “იბიომათ” მენატრება.. შენი სუნი.. შენი სუნთქვა მენატრება…

მა!.. მე არამიშავს, კარგად ვარ.. ვცდილობ კარგად ვიყო.. იცი, ძალიან ხშირად გიყვები ხოლმე ჩემს ამბებს, არ ვიცი მოგდის თუ არა.. მითხრეს ფურცელზე დაწერე და მერე დაწვიო.. ასეც ვიქცევი.. არ მაინტერესებს თუ ეს ცრუ რწმენაა.. ცრურწმენები ხომ იმისთვის მოიგონეს, რომ ადამიანს ტკივილი შეუმსუბუქონ.. რა ეგოისტი ვარ.. მაგრამ რა ვქნა თუ აღარ შემიძლია ? ყველას გონია, რომ მე ძალიან ძლიერი ვარ და ყველაფერს ადვილად ვეგუები და ვეჩვევი.. მიხარია, რომ ასე გონიათ.. მაგრამ მე ხომ ვიცი და ჩვენ ხომ ვიცით მა, რომ მე ძალიან სუსტი ვარ.. ყველაზე სუსტიც კი შეიძლება ვიყო.. არ და ვერ ვიმჩნევ იმიტომ, რომ ჩემი საყვარელი ადამიანები არ დავასევდიანო.. პატარა უსამართლობაზეც კი შეიძლება მთელი ღამე ტირილში გავატარო.. მაგრამ ვინ ხედავს ამას ? ვინ, ჩვენს მეტი.. მეტისმეტად მარტოსული და ჩაკეტილი გავხდი.. აიი ინტროვერტებს რომ ეძახიან.. არავის არაფერს ვუყვები ერთი ადამიანის გარდა (ამ ადამიანზე უკვე მოგიყევი) და არც მინდა მის გარდა ვინმე ჩავახედო ჩემს ცხოვრებაში.. განა იმიტომ, რომ ნდობა დავკარგე.. უბრალოდ, არ მინდა ვინმეს ბოლომდე გავუშიშვლო ჩემი სული.. იმიტომ არ მინდა, რომ.. არ ვიცი რატომ.. ზოგჯერ მინდა ვიღაცამ მაგრად შემაჯანჯღაროს და სისულელეები გამომიბერტყოს თავიდან, მითხრას რომ ყველაფერი გაივლის.. რომ ყველაფერი კარგად იქნება… გაგიკვირდება და არავინ მყავს ასეთი… შეიძლება ყველამ გულთან ახლოს მიიტანოს ჩემი ტკივილი, მაგრამ ჩემს დამშვიდებას ვერავინ შეძლებს.. ვერასდროს გამოვძვრები ამ ბნელი გვირაბიდან…

შენი რჩევები მენატრება მა.. შენი ყურადღება მჭირდება.. საშინლად ვარ ნაწყენი შენზე.. როგორია, ვიღაცას ასე მაგრად დაუმეგობრდე, ყველაფერი გაუზიაროთ ერთმანეთს, ვიღაც გყავდეს ვინც დაგიცავს, იფიქრო, რომ მთელი ცხოვრება ვერავინ ზედმეტს ვერ გაკადრებს, ვერავინ ცუდად ვერ მოგექცევა იმიტომ, რომ შენ გვერდით გყავს ნამდვილი ფარი, დამცველი, შენი მამიკო, შენი მეგობარი.. ის კი მიგატოვებს.. ზუსტად მაშინ, როცა ყველაზე დიდი იმედი მქონდა შენი, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდი, მაშინ მიმატოვე… არა, არ იდარდო.. ოღონდ შენ არ იდარდო და არასდროს გისაყვედურებ, გპირდები..

მამა მიყვარხარ.. აი ახლაც, როცა შენს ზემოთ ვარ.. არ მჯერა, რომ აქ ხარ.. მტკივა მა, შენი თითოეული ძვალი, თითოეული ხორცი მტკივა და მენანება ამ მიწისთვის… შენი სილამაზე, შენი ყველაფერი მენანება.. მინდა გამოვთხარო ეს დამპალი მიწა.. ღმერთოო, რა დავაშავე ასეთი.. რატომ გამიმეტე ამხელა ტკივილისთვის..

ჩემო ლამაზო, საოცარო, მშვენიერო, ტკბილო მამიკო.. ჩემთან ყველაფერი კარგად არის და თუ ასე არ არის, იცოდე, რომ მალე ყველაფერი გამოსწორდება.. ოღონდ შენ არ იდარდო.. ოღონდ შენ არ იფიქრო….